ყვარლის მერია World Vision-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს

730

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-ის პარტნიორობით ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას.

“არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-თან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოაყალიბოს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების დოკუმენტის სტანდარტი, მისი შემდგომი განხორციელების მიზნით. პროექტი ხორციელდება მოწვეულ კონსულტანტთან თამარ ტურაშვილთან ერთად, რომელიც შრომისა და ორგანიზაციის ასოცირებული პროფესორია და აქვს დიდი გამოცდილება მომსახურების სფეროში”, თქვა როსტომ სესიაშვილმა.