სოფელ ქვედა საქარის საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფი გაიხსნა

737

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საქარის საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფი გაიხსნა. ინფორმაციას ზესფატონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, N33 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დამატებით 29 ბავშვი დარეგისტრირდა.

“მუნიციპალიტეტმა, ახალი ჯგუფის გახსნის გადაწყვეტილება, მოზარდების სიმრავლის გათვალისწინებით მიიღო. ჯგუფის გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა და მას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე, გაერთიანების მმართველი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. ქვედა საქარაში ახალი საბავშვო ბაღის შენობა ორი წლის წინ გაიხსნა. დაწესებულება თანამედროვე მოთხოვნების, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში 5 სრულიად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა. გასულ წელს კი, 12 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები”,-აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.