ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესის განსაზღვრაზე მუშობს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ამ საკითხის განხილვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე 2 მარტს, 12:00 საათზე განახლდება.