“ქართული ოცნება” ბორჯომში საპროტესტო აქციებს იწყებს

887

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა 1 მარტს, ღამის 01:48 საათზე, სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს არ აწერს, დილიდან ბორჯომში მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, 28 თებერვალს საკრებულოს დეპუტატებმა სდომაზე 29 საკითხს დაუჭირეს მხარი, მათ შორის იყვნენ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე არ აწერს სხდომის ოქმს ხელს.

“გარდა ამისა, საღამოს გაგრძელდა სხდომა და მხარი დავუჭირეთ 30-ე საკითხსაც, თანამშრომლების ხელფასების გაზრდას და არც ამას აწერს ხელს ზაზა ჩაჩანიძე. ამიტომ, ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია, რეალურად, ეს არის ყველანაირი დადასტურებით, ნიკანორ მელიას და ზაზა ჩაჩანიძის საბოტაჟი ქალაქის და მოსახლეობის წინაშე და ხვალიდან დაიწყება აქციები მოთხოვნით რომ ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ კანონს, მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს, რათა მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს საქმიანობა ნორმალურ სიტუაციაში”, – განაცხადა ირაკლი კვირკველიამ.

მისი თქმით, ახლა ბორჯომის მერიის თანამშრომლები დაიშლებიან და დილიდან აქციები დაიწყება.

ბორჯომის თვითმმართველობის შენობა უკვე 14 საათია, პარალიზებულია.