“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ვანის მუნიციპალიტეტის შედეგებს.
ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
-
ვანის საკრებულომ ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული N5 დადგენილებით განუსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებითგათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
-
თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://vani.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.
დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ვანის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე