მარნეულში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტი დასრულდა

695

“მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“, – ასე ჰქვია მარნეულის მუნიციპალიტეტის პროექტს, რომლის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ამავე წყაროს მიხედვით, კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

“პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, რომლის განხორციელება 2016 წლის მარტში დაიწყო. პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტებს ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებდა. პროექტი მიზნად ისახავდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის ჩართულობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”,-წერია მერიის ინფორმაციაში.