ხულოს მუნიციპალიტეტს მალე ახალი ტურისტული ადგილი, ჩაოს გადმოსახედი შეემატება. გადმოსახედის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭრის ტელევიზია ავრცელებს.
ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია გადმოსახედზე გასასვლელი ბილიკი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია მოაჯირის, ფანჩატურების, განათებების, გამწვანების და სკამების მოწყობაც.
ტურისტული სივრცის მოწყობის იდეა ადგილობრივებს ეკუთვნოდათ. მოსახლეობის ინფორმაციით ახალი ტურისტული პროდუქტი ადგილობრივებს ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებაში.
პროექტისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 160 ათასი ლარი გამოყო.