ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილსა და ავტოსადგურზე გზა დაიგო

566

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიასა და ავტოსადგურზე გზის ახალი საფარი დაიგო. ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე უკვე წლებია გზა არ დაგებულა და უამინდობისას გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

,,ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო რომ ქუთაისში ინფრასტრუქტურა მეტად გამართული იქნებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამ პრობლემების გამოსასწორებლად. გზის აღნიშნული მონაკვეთი უკვე წლებია ამორტიზირებულია და მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ რაც შეიძლება დროულად მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა,”-თქვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.