კასპიის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოთხოვნა მითითებული აღარ არის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გამოცემის ცნობით, კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ამჯერად უკვე უარს ამბობს იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ ტენდერებში სამშენებლო კომპანიამ 70%-ით ადგილობრივი მუშა-ხელი უნდა დაასაქმოს.
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კასპის მერი ტენდერებში უთითებდა, რომ გამარჯვებულ კომპანიას ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა დაესაქმებინა. ეს მოთხოვნა კომპანიებმა დისკრიმინაციულად შეაფასეს.