ნაციონალები ბათუმის საკრებულოს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის გაზრდის ინიციატივით მიმართავენ

582

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის გაზრდის ინიციატივით მიმართავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ნაციონალების წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმის საკრებულომ მერიას თხოვნით უნდა მიმართოს და საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასის ზრდა 100 ლარით უზრუნველყოს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა ხელისუფლება საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასს არ უზრდის.

“ქალაქ ბათუმის საკრებულოს ინიციატივით მივმართავთ საბავშვო ბაღების პედაგოგების ხელფასები 100 ლარით გაიზარდოს. ამ ადამიანების ხელფასი მიზერულია. მაღალჩინოსნებმა მოსვლის დღიდან საკუთარი ხელფასები გაიზარდეს და პედაგოგთა ხელფასები არ შეცვალეს, ეს არის სამარცხვინო. მეექვსე წელია ხელისუფლება მომავალ დროში საუბრობს და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, საბავშვი ბაღების პედაგოგთა ხელფასი გაიზარდება. ხელფასის გასაზრდელად, მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე.