თბილისის საკრებულო ახალ პროექტს – ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან” იწყებს. პროექტის ინიციატორი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა. მისი თქმით, შაბათობით გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქეებს მოუყვებიან თბილისის ისტორიას: როგორი იყო ქალაქი ადრე, როგორ განვითარდა და ა.შ.
შეხვედრები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი – პირველ ნაწილი მოიცავს ისტორიებს, ვიზიტორებს ყოველ შეხვედრაზე სხვადასხვა ისტორიებს მოუყვებიან. მეორე ნაწილი კი შეეხება დღევანდელობას – რას აკეთებს ქალაქის დღეს არსებული მმართველობა თბილისისთვის.
ყოველი თვის პირველ შაბათს, 12:00 საათიდან, დედაქალაქის საკრებულო ვიზიტორებს ელის.