კასპის სოფელ კავთისხევში დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

777

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდი დაზიანებულია. საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გამორეცხილია როგორც სანაპირო, ასევე სარეგულაციო კედლების საძირკველი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვის 200 000 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებული 28 თებერვალს გამოვლინდება.

სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და, გეგმის მიხედვით, 4 თვე გაგრძელდება.