ახმეტაში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 70000 ლარი იხარჯება

999

ქალაქ ახმეტაში, ჟალურის უბანში, სპორტული სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება  70 000 ლარს შეადგენს.

სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მისმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა დაათვალიერეს.