შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები დიდთოვლობის გამო შეჩერდა, რის გამოც 24 ინფრასტრუქტურული პროექტის 9 შემსრულებელი დაჯარიმდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
შეჩერებულ და გარდამავალ პროექტებზე სამუშაოები 15 აპრილიდან უნდა განახლდეს.
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გარდამავალი პროექტები დაათვალიერა. მათგან ერთ-ერთი შშმ პირთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი და დაბის ცენტრალური სტადიონია.