ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობაზე 2017 წლის 21 მაისს დაინიშნა. “ინფო რუსთავი” დაინტერესდა, თუ რა ოდენობის თანხა მიიღეს გუბერნატორმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობებზე დანიშვნიდან 2017 წლის ბოლომდე. შესაბამისი წერილით გამოცემამ ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა.
გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო ყოველთვე/ხელფასი იყო 2950 ლარი, ის იღებდა ამავე ოდენობის დანამატს, ხოლო პრემია წლის ბოლოს 2065 ლარს შეადგენდა. ჯამში, გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ 7 თვეში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით 43 084 ლარი მიიღო.
გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი ხელფასი 2360 ლარი აქვს, დანამატის სახით 5 თვის განმავლობაში აღებული აქვს 1416 ლარი, ხოლო ოქტომბერში 1352 და ნოემბერში 1349 ლარი, ამას დამატებული საახალწლო პრემია 2124 ლარი. ჯამში მან 7 თვის მანძილზე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 28 425 ლარი.
გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე ხელფასის სახით ყოველთვე იღებდა 2250 ლარს, ხოლო დანამატის სახით 1350 ლარს, მხოლოდ სექტემბერში აიღო დანამატის სახით 1029 ლარი, ხოლო სააახალწლო პრემია 2025 ლარს შეადგენდა. ჯამში მან 7 თვის განმავლობაში ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 26 904 ლარი.
გუბერნატორის კიდევ ერთმა მოადგილემ ზაურ დარგალმა ხელფასის სახით ყოველთვე აიღო 2250 ლარი, ხოლო დანამატის სახით 1350 ლარს, მხოლოდ ოქტომბერში აიღო დანამატის სახით 430 ლარი, ხოლო სააახალწლო პრემია 2025 ლარს შეადგენდა. ჯამში მან 7 თვის მანძილზე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით მიიღო 26 305 ლარი.