ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩის მონაკვეთებზე ასფალტის საფარი იგება. ბათუმის მერიის ცნობით, დაგეგმილია გარეგანათების მოწყობაც.
უწყების ინფორმაციით< ადლიის ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 268 ათას 599 ლარია. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ანგისის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ანდრია პირველწოდებულის #54ა-ს მიმდებარე ტერიტორიიდან ზღვაზე გასასვლელის კეთილმოწყობა.
სამუშაოები, სრულად, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.