კასპში ქეჩარუხის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელს მოაწესრიგებენ

934

ქალაქ კასპში, ე.წ ქეჩარუხის დასახლებაში, კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კასპის გამგეობაზე დაყრდნობით წერს. 

კასპის მერიის ცნობით, კანალიზაცია ოთხ ქუჩაზე მოწესრიგდება: ლესელიძის, მეტეხის, ქვათახევისა და სამების ქუჩები.

გარდა ცენტრალური მაგისტრალისა, საკანალიზაციო ქსელი შეიცვლება სამების, ქვათახევის და მეტეხის ქუჩების გადაკვეთაზე.

სამუშაოებზე ჯამში 495 000 ლარი დაიხარჯება.