2018 წელს კასპში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2 388 026 ლარია გათვალისწინებული

595

2018 წელს კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ 6 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ცენტრალურ ბიუჯეტში 2 388 026 ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ სამთავისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას 598,383 ლარით დააფინანსებს, ხოლო ქალაქ კასპში, ეფრემ მეორის ქუჩის მოასფალტება-მოწყობას – 317,964 ლარით.

ამავე ქალაქში, თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიული და თაყაიშვილის I ჩიხის მოასფალტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 392,603 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, სადგურ მეტეხის დასახლების სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რაბილიტაციაზე  268,164 ლარია გათვალისწინებული.

ქალაქ კასპში,  ქარწისის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც იგეგმება, რისთვისაც  რეგფონდიდან 354,386 ლარი დაიხარჯება.

ამავე ქალაქში, ე.წ. ქეჩარუხის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია და გადამკვეთ ქუჩებზე (სამება, ქვათახევი, მეტეხი) ქსელის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 456,526 ლარით დაფინანსდება.