2 სოფელში დედოფლისწყაროს მერის წარმომადგენლები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

949

სოფელ ქვემო ქედისა და არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

დედოფლისწყაროს მერის მოადგილის მალხაზ მერაბიშვილის თქმით, ლუხუმ შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

“ლუხუმი შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით დედოფლისწყაროს მერს განცხადებით მიმართეს. მათი განცხადება დაკმაყოფილდა. ლუხუმი შეთეკაური სოფელ ქვემო ქედში იყო მერის წარმომადგენელი, ხოლო ემზარ კობაიძე კი – სოფელ არხილოსკალოში“, – თქვა მალხაზ მერაბიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და იურიდიული, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკური, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის ან ტყის მართვის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კონკური ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც გულისხმობს განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალებასა და გასაუბრებას.