ლენტეხში წელს სტადიონების მშენებლობა დასრულდება

724

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 452 703 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 2 ინფრასტრუქტურული პროექტუ გაკეთდება.

დაგეგმილია დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 310,203 ლარია გამოყოფილი.

დასრულდება, ასევე, სტადიონების მშენებლობაც. მეორე ფაზისთვის რეგფონდიდან 142,500 ლარი გამოიყო.

ჯამში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ ეტაპზე 140 მილიონ 800 000 ლარია გამოყოფილი.