ყაზბეგმა რეგფონდიდან თანხა მხოლოდ 2 პროექტის განსახორციელებელად მიიღო

619

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის მხოლოდ 2 პროექტი დაუფინანსდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 993 600 ლარს მიიღებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგფონდიდან გამოყოფილი 500 000 ლარი დაიხარჯება.

მეორე პროექტით კი დაბა სტეფანწმინდაში ელიის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებს ცენტრალური ბიუჯეტი 493,600 ლარით დააფინანსებს.