სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ 16 პროექტზე რეგფონდიდან 4 425 262 ლარია გამოყოფილი

1384

2018 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ ეტაპზე, 16 პროექტი 4 425 262 ლარით დაფინანსდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის რეგფონდიდან ჯამში 1 998 865 ლარია გამოყოფილი და ის სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ფონდიდან გამოყოფილი 369,695 ლარი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, დაბა კულაშის საჯარო სკოლის წინამდებარე ტერიტორიიდან სოფელ ხუნჯულაურის მიმართულებით, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას მოხმარდება.

2018 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში ნინოშვილის ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩიდან მელაურის მიმართულებით, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა დაგეგმილი, რომლისთვისაც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 188,842 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.

კერძოდ, სოფელ ბაშში პირველი მოსაცდელიდან პირველი ეწერის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებისთვის რეგფონდიდან 132,720 ლარია გათვალისწინებული, ნაბაკევის თემის სოფელ ნინუაკუთხეში ღანირის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად – 113,760 ლარი, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში ცენტრიდან ე.წ. „ჯიქთუბნის” მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობისთვის რეგფონდიდან 409,536 ლარი დაიხარჯება.

2018 წელს სოფელ ნაბაკევში სოფელ ჩხენიშის მიმართულებით და სოფელ ნაბაკევში, ე.წ. „ჯვარცმის” მინდორის მიმდებარედ, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 353,567 ლარი გამოიყოფა.

ამავე ფონდიდან დაფინანსდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის თემის სოფელ ახალსოფელში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან მდინარე რიონის მიმართულებით ბორნამდე მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რისთვისაც 108,991 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ ღანირში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან ე.წ. „ელიავას” მინდვრის მიმართულებით, ბეტონის გზის დაგებისთვის – 318,528 ლარი.

სოფელ ღანირში ე.წ. ელიავას მინდვრიდან სამხრეთის მიმართულებით ბეტონის გზის დასაგებად რეგფონდში 113,760 ლარია გათვალისწინებული, ხოლო გომის თემის სოფელ კორმაღალში ზედა ეწერის გადასახვევიდან ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სახელმწიფო ბიუჯეტს 56,800 ლარი დაუჯდება.

რაც შეეხება ქალაქ სამტრედიას, აქ ბათუმის I, II და III ჩიხებში, დადიანის ქუჩაზე, რაზმაძის ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 116,604 ლარია გამოყოფილი, ხოლო გრიბოედოვის ქუჩაზე (ა. კალაძის ქუჩიდან რუხაძის ქუჩამდე, მანჯგალაძის, ლორისა, შრომის, რუხაძის, მაზნიაშვილის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც ცენტრალურ ბიუჯეტში 487,920 ლარია გათვალისწინებული.

ასევე სამტრედიაში, გეგეშიძის (სასაფლაომდე), მშვიდობის, პაპავას, ჩაჩუას, არაგვისპირელის, დიდგორის (გაგარძელება), ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგფონდიდან 478,979 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბარათაშვილის (თ.თავაძის ქუჩიდან ბოლომდე), ბარათაშვილის მე-2 ჩიხი, გორგასალის, შანიძის, 300 არაგველის, ცურტაველის, ახმეტელის, ბოლქვაძის, ბოლქვაძის მე-2 ჩიხის, იმერეთის, ევგენი მიქელაძის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე რეგფონდიდან 635,200 ლარია გათვალისწინებული.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მე-9 უბანში (მესხების დასახლება) ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 179,172 ლარია განსაზღვრული.

რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს, დაბლა გომში, სოფელ ოფეთში (დაფნარის მიმართულებით), სოფელ ოფეთში (ნიგორზღვის მიმართულებით), სოფ. გამოჩინებულში (ზანდოს მიმართულებით), სოფელ ტოლებში (საჯარო სკოლიდან სოფელ ნოღის მიმართულებით), სოფელ გორმაღალში 500გრძ.მ-იანი ბეტონის საფარი დაიგება, რისთვისაც რეგფონდით 361,188 ლარია გათვალისწინებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.