ზუგდიდის მერიაში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება დაიწყო. მერიის ცნობით, უწყება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 30-ზე მეტ სახლს ააშენებს. პროექტის ღირებულება 600 ათასი ლარია.
სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება პირველ თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015, 2016 და 2017 წლებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 66 სახლი აშენდა. პროექტზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.