ჩოხატაურის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა

1356

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა. შედეგად მოქმედი 14 ა(ა)იპ-ის ნაცვლად 9 იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანდა კომპლექსური სასპორტო სკოლა და სპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი დაერქვა, მას სასპორტო სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ძნელაძე უხელმძღვანელებს.

“გურიანიუსი” წერს, რომ ერთ ა(ა)იპ-ად გაერთიანდა სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლას და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომელსაც ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანება ეწოდა და მას სამუსიკო სკოლის დირექტორი ქეთევან გიორგაძე უხელმძღვანელებს.

ასევე გამოცემის ცნობით, საბიბლიოთეკო გაერთიანების, სამუზეუმო გაერთიანების და  თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეის გაერთიანების შედეგად შექმნილ “არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრს” მარი შოშაშვილი უხელმძღვანელებს.

ჩოხატაურის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ა(ა)იპების ხელმძღვანელებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენენ.