ხარაგაულის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ხელფასები იზრდება

678

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანაშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წესში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 100-100 ლარით იზრდება მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ხელფასები, 130 ლარით იზრდება – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი, 70 ლარით იზრდება – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი.

ამ დროისთვის, ხარაგაულის მერიის სამსახურების უფროსების ანაზღაურება 1400 ლარია, განყოფილების უფროსების 1100 ლარი, პირველი და მეორე კატეგორიების უფროსი სპეციალისტების კი 700 ლარი.

ხელფასები იზრდება ხარაგაულის საკრებულოშიც. საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2360 ლარიდან იზრდება 2650 ლარამდე.  განისაზღვრა საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების, მოადგილეების სახელფასო სარგოები – ისინი ყოველთვიურად 1100 ლარს აიღებენ.

გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები თებერვალში მიიღებენ.