ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-4 მოწვევის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი დაამტკიცეს. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ფრაქცია, “კოლხეთის“ რეგისტრაცია, რომლის თავმჯდომარედ მაია ჩხარტიშვილი აირჩიეს.
დეპუტატებმა მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, რეგისტრაციის, მართვისა და განკარგვის მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიში მოისმინეს. ასევე მოისმინეს შესყიდვების შესახებ ანგარიში, რომელიც ქალაქის მიერ, 2017 წელს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელდა.
გარდა ამისა, შევიდა ცვლილებები საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში. დამატებული მუხლებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, გენდერულ საკითხებზე, სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკრებულო გენდერული თანასწორობის საბჭოს ქმნის. დადგენილებით საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრა.
სხდომაზე ორი დადგენილება და 6 განკარგულება მიიღეს.