რუსთავში გარეგანათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

887

რუსთავში გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის გასასვლელთან, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელსა და მე-16 მიკრორაიონში ხორციელდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ცნობით, ამ ლოკაციებზე უკვე დამონტაჟდა გარეგანათების 18 ბოძი. სამუშაოების ფარგლებში, ელექტროგადამცემი ბოძები და ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები დამონტაჟდება ყაზბეგის, გორის, დუმბაძის, დონეცკელ მეტალურგთა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებზეც.

ქალაქის მასშტაბით, გარეგანათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს. გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.