ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3-კილომეტრიანი ბულვარის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
კონცეფციის მიხედვით, უნდა მოეწყოს სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი, ასევე ველობოლიკები, მოპირკეთდეს სასეირნო და სავალი ნაწილები. ასევე, გაკეთდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების ახალი სისტემები და ტრენაჟორები. აშენდება სპორტული მოედანიც.
ქობულეთის მერის განცხადებით, პროექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 7 600 000 ლარია.