ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა (სრული ვერსია)

1111

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ – CRRC საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაცია გამართეს.

  • საველე სამუშაოების თარიღები: 29 ნოემბერი -19 დეკემბერი, 2017
  • 2, 298 დასრულებული ინტერვიუ (გამოპასუხება 48%)
  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში,ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
  • დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
  • მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
  • ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
  • საშუალო ცდომილების ზღვარი არის+/-1.9%

იხილეთ კვლევა სრულად