ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ნაწილობრივაა დარწმუნებული, რომ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია, 35% – ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% – ნაკლებადაა დარწმუნებული, 11% – საერთოდ არ არის დარწმუნებული, 17%-მა კი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.