მალე ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, შეიცვალა თოჯინების პარტერი და სცენა. მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.
ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.