ჩასწორებული და დაუბალანსებელი ოქმები და ასობით ბათილი ბიულეტენი ჯავახეთში

1211

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მიღებულ შედეგებს ასაჩივრებს.

პარტიაში ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმები სრულყოფილად შევსებული არ არის. გარდა ამისა, ციფრები გადასწორებული, უბნებზე კი ასობით ბათილი ბიულეტენი ფიქსირდება.

იურისტებმა უბნების გადათვლა მოითხოვეს, თუმცა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ პარტიის იურისტებმა ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი 25 ოქტომბერს შეიტანეს, იგივე მოთხოვნით, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, 26 ოქტომბერს მიმართავენ.

წყარო: TV9