თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები. დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!“ – წერს მეჭიაური სოციალურ ქსელში.
ამასთან, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თუ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მისდამი წამოყენებელი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდება, მზად არის პასუხი აგოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი