“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის N30 და N35 უბნების თავმჯდომარეების და მდივნებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის დიანა მერაბიშვილის განცხადებით ახალციხის N30 და N35 უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ქონდა, ხოლო N29 უბანზე ოქმის შევსების დრო იყო ჩასწორებული.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები 23 ოქტომბერს განიხილეს. საოლქო კომისიის წევრების განცხადებით, თუ ოქმზე საუბნო კომისიის წევრების ხელმოწერებია დაფიქსირებული მათ ისეთივე იურიდიული ძალა აქვთ, რაც ბეჭედს. შესაბამისად არც მდივნების და არც თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყანეს და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე