თელავში ენერგოეფექტური სკამები დადგეს

626

თელავში სხვადასხვა მისამართზე ენერგოეფექტური სკამები დადგეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ცნობისთვის, ენერგოეფექტური სკამი მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს და უფასო wifi სისტემითა და ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი. ასევე, აქვს ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.

გარდა ამისა, დაგეგმილია ისტორიულ ძეგლებზე QR კოდების და ქალაქის ორ მისამართზე QR კუბების განთავსებაც.

პროექტის მიზანს მუნიციპალური ელექტრონული საინფორმაციო სერვისების გაუმჯობესება, ქალაქის კულტურული, ისტორიული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ცნობადობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება წარმოადგენს.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.