ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

621

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება დაიწყო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სს საქმეზე გამოიკითხენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

“საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან:  გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი,”​- აცხადებენ შსს-ში.