მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელშეკრულებო თანხამ – 895 000 ლარი შეადგინა.
„მოგახსენებთ, რომ წინა წლებში აქტიურად ხორციელდებოდა სოფელთან მისასვლელი გზისა და სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია. შესაბამისად, სოფელში უკვე რეაბილიტირებულია შიდა გზების უმეტესობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში 23 სოფელში მოწესრიგდა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჯამში 28 000 გრძივი მეტრის გზა დაიგო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.