“ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 12 საჯარო მოხელეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასწავლებლად გაუშვებენ”, – ამის შესახებ მერიის წარმომადგენელმა, ელგუჯა ხაბალაშვილმა განაცხადა.
“2023 წელს ქარელის მერიის 12 საჯარო მოხელეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩაუტარდებათ ტრენინგკურსები. ამისათვის ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დაიხარჯება, რაც რომ გამოვთვალოთ, თითო საჯარო მოხელეზე 375 ლარი გამოდის”, – აღნიშნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ელგუჯა ხაბალაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სწავლების სფერო იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციის და განვიტარების პროგრამები.
“ასევე, სასამართლო წარმოება, პროგრამული ბიუჯეტი, შესყიდვები, შიდა აუდიტი, მშენებლობის ნებართვის გაცემა, პროექტების მართვა, სამშენებლო ზედამხედველობა და მშენებლობის კოდექსი”, – განმარტა ხაბალაშვილმა.