ალექსანდრე დალაქიშვილი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ეკონომიკის მინისტრს დეცენტრალიზაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების გაძლიერებას სთხოვს. ეს კი, მისი თქმით, პროვატიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას უნდა შეეხოს.
ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილის გამოსვლისას დაუსვა კითხვა.
„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეულაციით, მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული ქონებების გარკვეილ ნაწილზე გადაწყვეტილებებს იღებს „ქონების ეროვნული სააგენტო“. საუაბრია პრივატიზებასთან დაკავშირებით განკარგვაზე. რა თქმა უნდა, აქ მუნიციპალიტეტებიც აფიქსირებენ თავის პოზიციას და გადაწყვეტილება მიიღება ცენტრალიზებულად. სინტერესოა სამინისტროს ხედვა, დეცენტრალიაციის პოლიტიკის ფარგლებში თუ გეგმავთ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების გაზრდას პრივატიზების ნაწილში, რათა მათ ამ საკითხში უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცეთ და შეეძლოთ პრივატიზაციის კუთხით განკარგვა და აღნიშნული თანხმები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიემართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. რა თქმა უნდა აქ არ არის საუბარი სახელმწიფო მნიშვნელობის ქონებებსა და რამე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ეს ლოგიკური ბმა იქნება, რადგან შემდეგ იმ ქონებების განვითარება თუ სტრატეგია და კონცეფცია ადგილზე არის გასაკეთებელი“ – განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრამ კი განაცხადა, რომ „ამ კუთხით ჩვენ უკვე ბევრი რამ შევცვალეთ“.
„კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის 80%-ზე მეტის პრივატიზების თანხა მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. ზოგადად, ჩვენ ეტაპოვრივად, 5 წლის განმავლობაში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, და საბოლოოდ სხვადასხვა ქონების 90% კატეგორიების მიხედვით დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტს და ეს ბუნებრივიც არის. თუმცა, ის შესაძლებლობები, რაც ამ შემთხვევაში „ქონების მართვის სააგენტოს გააჩნია, ვიყენებთ, რომ უფრო ეფექტიანად წარიმართოს პრივატიზების პროცესი და დაცული იყოს მუნიციპალიტეტების ინტერესები“ – განაცხადა საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პრივატიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტები ჩართულნი არიან და მათ გარეშე გადწვეტილება არ მიიღება. თუმცა, არაფერი უთქვამს ზოგადად მუნიციპალიტეტების უფლებების გაზრდაზე.