მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდი მანქანის შესაძენად 301 008 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
“შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების ნაწილი არის გრუნტოვანი და ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფარავს აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების / პუნქტების სტატუსის მქონე ზონებს/არიალებს, რისთვისაც შეუფერხებელი მომსახურებისათვის და შესასყიდი პროდუქციის ხანგრძლივი / უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭიროება მოითხოვს წარმოდგენილ იქნეს მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტის მქონე საქონელი.” – აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში
სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალ ნაგავმზიდ მანქანას საგარანტიო ვადა ორი წელი ან 200 000 კილომეტრი უნდა ჰქონდეს.
მერიამ ტენდერი 20 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 9-დან 12 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.