ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, რიგ მონაკვეთებზე, ასფალტის საფარის დაგება დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
მათივე ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე და განათების სისტემების მოწყობა, მწვანე კორდის, დეკორატიული ფილებისა და მოაჯირის მონტაჟი.
“ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა და მიმდინარეობს მეორე ფენის დაგება. სამუშაოების ღირებულება 6 688 888 ლარს შეადგენს”, – განმარტავენ მერიაში.
https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/posts/pfbid06rYjkLg5Vou4zedEZP22w2KBLoS5MZkgecXqUtLRvLPJME8oM9d2wit5KaV57mjRl