ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, „ახალციხის ციხეზე“ არსებულ ოთხ კომერციულ ობიექტზე, ელექტრონული აუქციონი მეორედ გამოაცხადა, როგორც ციხის დირექტორი, გიორგი ნათენაძე ამბობს თავდაპირველად აუქციონი ექვს ობიექტზე გამოცხადდა, მათგან ხელშეკრულება მხოლოდ ერთზე გაფორმდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ერთი ობიექტის გარდა ყველა თავიდან გამოცხადდა ფაქტობრივად ჩავარდა აუქციონი. ზოგ შემთხვევაში არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა, ორი საერთოდ ჩავარდა, ზოგმა თქვა ვერ მოვასწარით დარეგისტრირებაო. ახლა უფრო დიდი ვადა ავიღეთ და გავაფრთხილეთ კიდეც“,- ამბობს გიორგი ნათენაძე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, აუქციონზე ამ ეტაპზე შემდეგი ობიექტებია გატანილი:
ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 შენობა, N57 შენობა და მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 390 კვ.მ https://www.eauction.ge/Home/EntityView/807784 აუქციონის საწყისი ფასი 10 020 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყო კვების ობიექტად ან/და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვის სივრცედ.
ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N54 შენობა მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 483 კვ.მ. აუქციონის https://www.eauction.ge/Home/EntityView/807787 საწყისი ფასი 9 792 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს კვების ობიექტად;
ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N48 და N49 შენობები. საერთო ფართი 625 კვ.მ. აუქციონის https://www.eauction.ge/Home/EntityView/807820 საწყისი ფასი 22 500 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული იყოს კვების ობიექტად;
ხარისჭირაშვილის ქ.N1-ში მდებარე N58 შენობა მიმდებარე ტერიტორია. საერთო ფართი 177.9 კვ.მ. აუქციონის https://www.eauction.ge/Home/EntityView/807836 საწყისი ფასი 2656.80 ლარი. შენობა შესაძლებელია გამოყენებული ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობისათვის , კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის.
აუქციონის პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, ობიექტზე საქმიანობის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა შეათანხმოს შიდა და გარე სივრცის ვიზუალური მოდელი და წარმოადგინოს შესაბამისი ფოტომონტაჟი. აუქციონი 1-ელ აგვისტოს დასრულდება.
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ, ქვედა ციხეზე მდებარე გ7აქირავებული სამი ობიექტის დროებით მფლობელს სასამართლოში უჩივლა, მიზეზი დავალიანებაა. ციხის დირექტორის, გიორგი ნათენაძის განმარტებით, დასაფარია 2019–2020 წლების ქირის გადასახადი. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნულ წლებში შვიდი ობიექტი იყო გაქირავებული, აქედან ოთხმა გადასახადი დაფარა.