გორის მერიაში რეორგანიზაცია სექტემბერში დასრულდება

425

გორის მერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს.  მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:

“მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს რეორგანიზაციის დაგეგმვა და განისაზღვროს განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა”.

რეორგანიზაციის 9-პუნქტიანი გეგმა იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიაში რეორგანიზაცია გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანებით, 9 ივნისს დაიწყო.