ოზურგეთის სასამართლომ დარეჯან გოგოტიშვილის საქმეზე ავთანდილ თალაკვაძეს შეზღუდვები დაუწესა

500

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერიას დარეჯან გოგოტიშვილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყეტილებით, ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძე, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსად ვერავის დანიშნავს მანამ, სანამ ოზურგეთის სასამართლო დარეჯან გოგოტიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მოსამართლემ დღეს მიიღო,“გურიის მოამბეს” გოგოტიშვილის ადვოკატმა, კახა ჩავლეშვილმა აცნობა.

დარეჯან გოგოტიშვილი ოზურგეთის მერმა ე.წ. რეორგანიზაციის საფუძველზე მიმდინარე წლის 2 მაისს გაათავისუფლა.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გოგოტიშვილმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიმართა.

როგორც გოგოტიშვილი აცხადებს, ის მერმა თანამდებობიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვა.