ახალციხის მერიაში 5 შიდა და 20 ღია კონკურსი გამოცხადდა

399

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტის და განყოფილების ან სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე 25 ვაკანტური ადგილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი რანგის, ხელმძღვანელის, ვაკანტური პოზიცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურშია.

გარდა აღნიშნულისა, ვაკანტურია II რანგის ხელმძღვანელების და III–IV რანგის  და სპეციალისტების პოზიციებიც შიდა აუდიტის, ზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ადმინისტრაციულ და იურიდიულ, ასევე, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ზედამხედველობის სამსახურებში.

ცნობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, საკრებულომ მხარი დაუჭირა ა(ა)იპ “ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის პროცესს, რომელშიც 22 ადამიანი მუშაობდა. ა(ა)იპ–ის უფლება–მოვალეობებს, მერიაში რეორგანიზებული, „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების“ სამსახურის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ განყოფილება შეასრულებს. განყოფილება 9 საშტატო ერთეულისგან შედგება, რომელი ვაკანტური ადგილების შესავსევადაც ამჟამად კონკურსი მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად კონკურსი ამა წლის 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ვაკანტური პოზიციებზე დასაქმების მსურველებს, მოთხოვნების, ანაზღაურების და სხვა პიროებების შესახებ, უფრო ვრცლად, შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.