გორის N1 საბავშვო ბაღის დირექტორად სააგენტოს ხელმძღვანელმა სიდედრი დანიშნა

327

გორის N1 საბავშვო ბაღის დირექტორად სოფო სისუაშვილი დაინიშა. ის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის სიდედრია.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სისუაშვილი მანამდე მე -17 საბავშვო ბაღში აღმზრდელი იყო, რაც შეეხება N1 საბავშვო ბაღის ყოფილ ხელმძღვანელს, თიკა ალავიძემ დირექტორის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს N1 საბავშვო ბაღის დირექტორის შესარჩევად საჯარო კონკურსი არ გამოუცხადებია.