აფხაზეთის მთავრობა: დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისება დეზინფორმაციაა

387

წინა სტატია

“პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის სრული დეზინფორმაცია”, – ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, პოლიკლინიკების მართვას აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, ჯინჭარაძის თქმით, არ შეიცვლება პერსონალი, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში კი მომუშავეების ხელფასები გაიზრდება.

“რაც შეეხება თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვას, ჩვენ დავიწყეთ ამაზე დიდი ხანია მუშაობა და სისტემატიურად გავდიოდით კონსულტაციებს, როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ისე მათ დირექტორებთან. ბოლოს გვქონდა საერთო კრება, სადაც ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და მსგავსი რეაქციები არ მოყოლია ამ ამბავს. რაც შეეხება ლოკაციურ გაერთიანებას, არ იცვლება გუნდი და პერსონალი, უბრალოდ ინერგება მართვის ახალი სისტემა, რომელიც მიმართულია ჩვენი დევნილი ბენეფიციარების კეთილდღეობისკენ, უკეთესი მომსახურებისკენ და ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. გაერთიანების შედეგად ბენეფიტები ექნებათ როგორც მომუშავეებს, ისე მოსახლეობასაც, ეს ყველაფერი კეთდება მათთვის. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასების, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.