ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს

392

ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს. ისინი პოლიკლინიკის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების ნაწილს გაათავისუფლებს.

“როგორც გავიგეთ, იგეგმება პოლიკლინკის გასხვისება, ხობის, ჯვარის და დევნილთა პოლიკლინიკის გაერთიანება. იცვლება მმართველი, რასაც მოჰყვება დევნილი მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა. ჩვენ ვემსახურებით შედარებით დაბალი ტარიფით, რითაც კმაყოფილია 45 ათასი ბენეფიციარი. გავიგეთ, ისიც, რომ შეიცვლება პროფილი და ტრავმატოლოგიური ცენტრი გახდება, ყველა თანამშრომელს გარეთ გაუშვებენ. ჯერჯერობით გვეუბნებინ, რომ არ გაგვიშვებენ. ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით. ეს ეკუთვნის ეკონიმიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული. თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, ახლა რატომ უნდა დავიშალოთ? პირიქით გვერდში უნდა დაგვიდგნენ და ახალი ტექნიკა შემოიტანონ”,- განაცხადა პოლიკლინიკის თანამშრომელმა ნატალია ჩიქოვანმა.