ქუთაისში კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და მისი ღირებულება 674 000 ლარს შეადგენს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ კუპრაძის ქუჩაზე კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყოს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.