ზუგდიდის სოფელ ნარაზენში სავაჭრო ცენტრის ყოფილი შენობა იყიდება

452

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მდებარე 1879.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.

საუბარია სავაჭრო ცენტრის ყოფილ შენობაზე, რომელის საწყისი ღირებულება 90 000 ლარია.

აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ობიექტი, შესაძლოა, კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ.

წინადადებების მიღება 30 ივნისს დასრულდება.